ხვიჩა კვარაცხელიას აგენტი ნაპოლის ხელმძღვანელობას მალე შეხვდება
"ნაპოლის" გარემარბის ხვიჩა კვარაცხელიას აგენტი მამუკა ჯუღელი უახლოეს მომავალში "პარტენოპეის" ხელმძღვანელობას ახალი კონტრაქტის თაობაზე შეხვდება.
ჟურნალისტ ნიკოლო სკირას ინფორმაციით, ნეაპოლელებს სურთ 23 წლის ქართველს 2029 წლამდე კონტრაქტი შესთავაზონ ხელფასის გაზრდის შესაძლებლობით.
"ნაპოლის" მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე კვარაცხელიას ხელშეუხებლად მიიჩნევს და ამ სატრანსფერო ფანჯრის განმავლობაში მის გაშვებას არ აპირებს.