პსჟ მზადაა იამალის სანაცვლოდ 250 მილიონი ევრო გადაიხადოს

"ბარსელონას" გარემარბი ლამინ იამალი, "პარი სენ-ჟერმენის" ინტერესთა სფეროში მოექცა. 
ფრანგული მხარე 16 წლის ტალანტს კილიან მბაპეს შემცვლელად განიხილავს, რომელიც მადრიდის "რეალში" თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა. 
Mundo Deportivo-ს ცნობით, "ბარსელონა" უკვე ინფორმირებულია "პსჟ"-ს მზადყოფნის შესახებ, გადაიხადოს მსოფლიო საფეხბურთო რეკორდი 250 მილიონი ევრო იამალისთვის. 
"ბლაუგრანას" პოზიცია უცვლელი რჩება - ფეხბურთელი არ იყიდება. 


