ევრო 2024 | შვეიცარიამ იტალია დაამარცხა და მეოთხედფინალშია!

ბერლინში, ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში შვეიცარიამ იტალია დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა.
37-ე წუთზე რუბენ ვარგასის პასით რემო ფროილერმა ანგარიში გახსნა, მეორე ტაიმის სტარტზე კი თავად ვარგასმა გაიტანა - 2-0. ამის შემდეგ "სკუადრა აძურამ" ვერაფერი გააწყო და ტურნირს დაემშვიდობა.
შესაბამისად, შვეიცარია პირველი მეოთხედფინალისტია. მურათ იაკინის გუნდი ინგლისსა და სლოვაკეთს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.