გიორგი მამარდაშვილი: ბაიერნში ტრანსფერი შეუძლებელია, მათ ჯერ კიდევ მსოფლიოს საუკეთესო მეკარე ჰყავთ
![გიორგი მამარდაშვილი: ბაიერნში ტრანსფერი შეუძლებელია, მათ ჯერ კიდევ მსოფლიოს საუკეთესო მეკარე ჰყავთ](http://storage.goal.ge/uploads/posts/bZh8Wbb3Eyqt1r4OPTyII3WcrJ44ca4A.jpg)
ვალენსიას ქართველმა მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა ბაიერნში შესაძლო ტრანსფერზე კომენტარი გააკეთა.
"ბაიერნს ჯერ კიდევ მსოფლიოს საუკეთესო მეკარე ჰყავს. გერმანულ კლუბში გადასვლა ამჟამად შეუძლებელია. მხოლოდ იქ წავალ, სადაც სათამაშო დრო მექნება," - განაცხადა მამარდაშვილმა SkyDE-სთან ინტერვიუში.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, გიორგი 1 წლის წინ "რეკორდმაისტერში" ტრანსფერთან ახლოს იყო.