ავტორიზაცია

იოზუა კიმიხმა, შესაძლოა, ბაიერნი მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე დატოვოს

იოზუა კიმიხმა, შესაძლოა, ბაიერნი მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე დატოვოს
თარიღი 01 ივლ 2024, 18:40
Sky Germany-ს ინფორმაციით, მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე, შესაძლოა, იოზუა კიმიხმა ბაიერნი დატოვოს.

გერმანელ ფეხბურთელს მიუნხენურ კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივების სურვილი არ აქვს, ამჟამინდელი ხელშეკრულება კი 2025 წელს იწურება. შესაბამისად, "რეკორდმაისტერმა" იოზუა ახლა უნდა გაყიდოს, წინააღმდეგ შემთხვევაში მომდევნო ზაფხულში მას უფასოდ დაკარგავს.

ბაიერნი მზადაა, 29 წლის ნახევარმცველის თაობაზე შეთავაზებები განიხილოს. ვენსან კომპანის მის შემცვლელად ფულემიდან ჟოაუ პალინიას დამატება სურს.

წყაროს ცნობით, კიმიხი არსენალში, მანჩესტერ სიტიში, ლივერპულში, რეალ მადრიდში ან ბარსელონაში ტრანსფერს განიხილავს.

მან სიტის, შესაძლოა, სატრანსფერო ბრძოლაში უპირატესობა ჰქონდეს, რადგან პეპ გვარდიოლას იოზუასთან უკვე უმუშავია.