ჯუდ ბელინგემი: მეგონა, რონალდუსნაირი მაკრატელა გავიტანე

ინგლისის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი, ჯუდ ბელინგემი ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში, სლოვაკეთის წინააღმდეგ გატანილ მაკრატელაზე საუბრობს.
"როცა ჰაერში ვიყავი, ვგრძნობდი, რომ რონალდუსავით 6 ფიტის სიმაღლეზე ავხტი, მაგრამ როცა ეპიზოდი განმეორებით ვნახე, შევამჩნიე, რომ ერთი ხელი მიწაზე მქონდა. შესაბამისად, ალბათ, ჩემი გოლი ისეთი აკრობატულიც არ ყოფილა," - განაცხადა ინგლისელმა.
ინგლისი ევრო 2024-ის მეოთხედფინალში, 6 ივლისს შვეიცარიას დაუპირისპირდება.
temo
ტოპ კომენტარი
0
03 Jul 2024, 11:21
სამაგიეროდ ამის გოლი ბევრად მნიშვნელოვანი იყო ტურნირისთვის.