ლიონელ მესი და ლამინ იამალი 2007 წელს

ბარსელონას ტალანტის, ლამინ იამალის მამამ, მუნირ ნასრაუიმ სოციალურ ქსელში თავისი შვილისა და ლიონელ მესის ფოტო გამოაქვეყნა, წარწერით: "ორი ლეგენდის დასაწყისი".



ამის შემდეგ ინტერნეტსივრცეში ლეგენდარული არგენტინელისა და 16 წლის ფეხბურთელის კიდევ არაერთი ფოტო გავრცელდა, რომელიც 2007 წლის დეკემბრით თარიღდება. მაშინ იამალი მხოლოდ და მხოლოდ 4 თვის იყო.



Sport-ის ინფორმაციით, რომ ეს ფოტოები სოლიდარობის კალენდრის გამო გადაიღო, რომელსაც კატალონიური გამოცემა ყოველ წელს აწარმოებდა და რომელშიც ბარსელონას ფეხბურთელები ალტრუისტულად (უანგარო დახმარება) მონაწილოებდნენ.