მონაკოს დირექტორი ადასტურებს: მიქაუტაძესთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ

მონაკოს დირექტორმა, ტიაგო სკურომ დაადასტურა, რომ ფრანგული კლუბი გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერზე მუშაობს.
"მიქაუტაძესთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ და ვიმედოვნებთ, რომ მალე კარგ შეთანხმებას მივაღწევთ. ვფიქრობ, მეცის მოთხოვნებს დავაკმაყოფილებთ. მათ პრეზიდენტს პირდაპირ ვესაუბრები," - ციტირებს ბრაზილიელის სიტყვებს Get French Football News-ი.
ქართველმა ფეხბურთელმა გასულ სეზონში ლიგა 1-ის 20 მატჩში 13 გოლი და 4 ასისტი მიითვალა.
.