ავტორიზაცია

ევრო 2024 | ინგლისმა შვეიცარიას სძლია და ნახევარფინალშია

ევრო 2024 | ინგლისმა შვეიცარიას სძლია და ნახევარფინალშია
თარიღი 06 ივლ 2024, 23:55
ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში ინგლისმა შვეიცარია დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა.

მატჩის ძირითადი დრო 1-1 დასრულდა: 75-ე წუთზე ბრილ ემბოლომ მურათ იაკინის გუნდი დააწინაურა, მაგრამ 5 წუთში ბუკაიო საკამ ანგარიში გაათანაბრა. დამატებით ტაიმებში გოლი აღარ გასულა და საქმე პენალტების სერიამდე მივიდა, რომელშიც "სამმა ლომმა" 5-3 იმარჯვა:

⚽ 1-0, პალმერი
❌ აკანჯი
⚽ 2-0, ბელინგემი
⚽ 2-1, შერი
⚽ 3-1, საკა
⚽ 3-2, შაქირი
⚽ 4-2, ტოუნი
⚽ 4-3, ამდუნი
⚽ 5-3, ალექსანდრ-არნოლდი

ინგლისი ნახევარფინალში თურქეთსა და ნიდერლანდებს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.