ავტორიზაცია

გიორგი გოჩოლეიშვილი ჰამბურგის რადარზეა

გიორგი გოჩოლეიშვილი ჰამბურგის რადარზეა
თარიღი 09 Jul 2024, 00:34
Janik-ის ინფორმაციით, გიორგი გოჩოლეიშვილი ჰამბურგის რადარზეა და გერმანული კლუბი მის ტრანსფერს განიხილავს.

წყაროს ცნობით, დონეცკის შახტარის ქართველი ფეხბურთელი, შესაძლოა, ჰამბურგში გადაბარგებაზე თანახმა იყოს, რადგან უკრაინულ გუნდში დიდი სათამაშო დრო არ აქვს და თანაც, ამიერიდან ვინისიუს ტობიასთან კონკურენცია მოუწევს.

გოჩოლეიშვილი შახტარში 2023 წელს, იბერია 1999-დან, 1 მილიონ ევროდ გადავიდა და მას შემდეგ უკრაინულ კლუბში 37 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 3 ასისტი მიითვალა. Transfermarkt-ი მას ამჟამად 2.5 მილიონ ევროდ აფასებს.