ავტორიზაცია

ლამინ იამალის ბუცებზე 2 ქვეყნის დროშაა გამოსახული, მაგრამ არა ესპანეთის

ლამინ იამალის ბუცებზე 2 ქვეყნის დროშაა გამოსახული, მაგრამ არა ესპანეთის
თარიღი 10 ივლ 2024, 19:26
Tribuna-ს ინფორმაციით, ლამინ იამალის ბუცებზე ორი ქვეყნის დროშაა გამოსახული - მაროკოსა და ეკვატორული გვინეის.


ეს იმითაა განპირობებული, რომ 16 წლის ფეხბურთელის მამა მაროკოელია, დედა კი - ეკვატორულ გვინეელი. შესაბამისად, ლამინი თავის წარმომავლობას არ ივიწყებს, მიუხედავად იმისა, რომ ესპანეთის ნაკრებში თამაშობს.

თავდაპირველად ბევრი საუბარი იყო, თუ რომელ ნაკრებს აირჩევდა იამალი. საბოლოოდ, მან გადაწყვეტილება "ფურია როხას" სასარგებლოდ მიიღო.

ბარსელონას ტალანტი ევროპის ჩემპიონატზე ბრწყინვალედ გამოიყურება. მის ანგარიშზე უკვე 3 ასისტი და 1 გოლია, რომელიც საფრანგეთს ნახევარფინალში გაუტანა.