ავტორიზაცია

ბათუმის დინამომ ლუდოგორეცთან 1-3 წააგო

ბათუმის დინამომ ლუდოგორეცთან 1-3 წააგო
თარიღი 11 ივლ 2024, 00:10
ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის 1/8-ფინალში ბათუმის დინამომ ლუდოგორეცთან 1-3 წააგო.

მე-13 წუთზე ბერნარდ ტეკპეტეიმ ანგარიში გახსნა, 24-ე წუთზე კი რიკმა ბულგარელთა უპირატესობა ორ ბურთამდე გაზარდა. 62-ე წუთზე ვლადიმერ მამუჩაშვილმა 1 გოლი გაქვითა, მაგრამ მალევე ასლაკ უიტრიმაც (73') გაიტანა და რაზგრადელებმა მოიგეს.


განმეორებითი მატჩი ერთ კვირაში, 17 ივლისს, 21:00 საათზე, ბათუმში გაიმართება.