ავტორიზაცია

ვირჯილ ვან დაიკი: მსაჯი მატჩის დასრულებისთანავე გასახდელ ოთახში გავიდა, რაც ბევრ რამეზე მეტყველებს

ვირჯილ ვან დაიკი: მსაჯი მატჩის დასრულებისთანავე გასახდელ ოთახში გავიდა, რაც ბევრ რამეზე მეტყველებს
თარიღი 11 ივლ 2024, 02:56
ვირჯილ ვან დაიკმა, ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში ინგლისთან განცდილი მარცხის შემდეგ, მატჩის მთავარი არბიტრი, ფელიქს ცვაიერი გააკრიტიკა.

"მსაჯი საფინალო სასტვენისთანავე მოედნიდან გავიდა და ხელიც კი არ ჩამოგვართვა - ეს ბევრ რამეზე მეტყველებს და ცხადყოფს, დღეს რაც მოხდა.

არ ვიცი, პენალტზე რამე უნდა ვთქვა თუ არა. კარგი იქნება, ამას თავად მსაჯები აკეთებდნენ და ჟურნალისტების კითხვებს პასუხობდნენ. ფეხბურთელები სწორედ ასე ვიქცევით, როცა შეცდომები მოგვდის," - განაცხადა ნიდერლანდელმა.

გერმანელმა არბიტრმა ნიდერლანდების კარში პენალტი 18-ე წუთზე დანიშნა, რომლითაც ჰარი კეინმა ანგარიში გაათანაბრა. აღსანიშნავია, რომ მომენტი საკმაოდ საკამათო იყო და, შესაძლოა, იმ ეპიზოდში დენზელ დუმფრისი თამაშის წესს არ არღვევდა.