ავტორიზაცია

BREAKING: რომამ მიქაუტაძის თაობაზე პირველი შეთავაზება მოამზადა!

BREAKING:  რომამ მიქაუტაძის თაობაზე პირველი შეთავაზება მოამზადა!
თარიღი 11 ივლ 2024, 12:32
იტალიური მზადაა საქართველოს ნაკრებისა და "მეცის" ფორვარდის ტრანსფერისთვის "მონაკოს" კონკურენცია გაუწიოს.

Corriere dello Sport-ის ცნობით, 23 წლის ფეხბურთელი ახლა "რომას" სატრანსფერო სამიზნეთა სათავეშია.

წყაროს ინფორმაციით, "რომამ" მიქაუტაძეზე პირველი ოფიციალური შეთავაზება მოამზადა, "მეცი" ქართველლ 20-25 მილიონ ევროდ აფასებს.

"ჯალოროსი" მზადაა, უახლოეს დღეებში მიქაუტაძის ტრანსფერი უზრუნველყოს.

Il Messaggero-ს ცნობით, მიქაუტაძეს 20-25 მილიონ ევროდ შესაძენად, რომაელებმა ჯერ ტამი აბრაამი დაახლოებით 30 მილიონად უნდა გაყიდოს.