მამუკა ჯუღელი: ხვიჩას მომავალი ნაპოლის პრეზიდენტზეა დამოკიდებული

მამუკა ჯუღელი თავისი კლიენტის, ხვიჩა კვარაცხელიას შესაძლო ტრანსფერზე კომენტარს აკეთებს.
"ხვიჩას მომავალი ნაპოლის პრეზიდენტზეა დამოკიდებული. თუ ის კვარას გაყიდვას ისურვებს, წავალთ, მაგრამ, თუ ახალ კონტრაქტს შემოგვთავაზებს, გავახანგრძლივებთ," - განაცხადა აგენტმა ნობელ არუსტამიანთან საუბრისას.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ნაპოლის პოზიცია აშკარაა - იტალიურმა კლუბმა ქართველ ფეხბურთელს ახალი ხელშეკრულება უკვე შესთავაზა და მის გაყიდვას არ აპირებს.