ავტორიზაცია

რეალი ჯუდ ბელინგემის ტრავმაზე ნერვიულობს

რეალი ჯუდ ბელინგემის ტრავმაზე ნერვიულობს
თარიღი 11 Jul 2024, 18:48
Relevo-ს ინფორმაციით, რეალი ჯუდ ბელინგემის ტრავმაზე ნერვიულობს. მიუხედავად იმისა, რომ ინგლისელს თამაში შეუძლია, მას თვეებია, მარცხენა მხარზე დისკომფორტი აწუხებს. 

21 წლის ფეხბურთელი გასული წლის ნოემბერში, რაიო ვალიეკანოსთან შეხვედრაში დაზიანდა. მას მხარი ამოუვარდა, მაგრამ არაინვაზიური მეთოდით მკურნალობის შემდეგ, თამაშის გაგრძელება შეძლო.

ბელინგემს ტრავმა არ გაუღიზიანებია, მაგრამ მადრიდულ კლუბში მის მდგომარეობას შეაფასებენ და გადაწყვეტენ, აღნიშნული საკითხის მოგვარებას ოპერაცია დასჭირდება თუ არა. პრობლემა ისაა, რომ ქირურგიული ჩარევის შემთხვევაში, ჯუდს 2 თვე გაუცდება და ოქტომბრამდე ვერ ითამაშებს.