ჯოშუა ზირკზე მანჩესტერ იუნაიტედში გადადის

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ჯოშუა ზირკზეს მანჩესტერ იუნაიტედში ტრანსფერი გადაწყდა.
"წითელი ეშმაკები" ნიდერლანდელი ფეხბურთელის გამოსასყიდ პუნქტს არ გაააქტიურებენ, მაგრამ ბოლონიას €42.5 მილიონს უკეთესი პირობებით, 3 წელწიდაში გადაუხდიან.
ჯოშუა სამედიცინო შემოწმებას ხვალ გაივლის, შემდეგ კი ერიკ ტენ ჰაგს შეხვდება.
ზირკზე მანჩესტერთან 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს, პლუს 1 წლით გახანგრძლივების პერსპექტივით.