ავტორიზაცია

ხავიერ ტებასი: ბარსა ნიკო უილიამსის გამოსასყიდი თანხის გადახდასთან ძალიან ახლოსაა

ხავიერ ტებასი: ბარსა ნიკო უილიამსის გამოსასყიდი თანხის გადახდასთან ძალიან ახლოსაა
თარიღი 12 ივლ 2024, 19:39
ლა ლიგის პრეზიდენტი, ხავიერ ტებასი ბარსელონასთვის საკმაოდ სასიამოვნო ინფორმაციას ავრცელებს.

"ბარსა ნიკო უილიამსის გამოსასყიდი თანხის გადახდასთან ძალიან ახლოსაა. თუ ისინი 1:1 სტარნარტს დააკმაყოფილებენ, ამ ტრანსფერის განხორციელებას შეძლებენ... კატალონიური კლუბი მიზანთან ძალიან ახლოსაა - ამის მიზეზი ისაა, რომ ბარსელონას 1-მილიარდიანი ბრუნვა აქვს," - განაცხადა ტებასმა.

გავრცელებული ცნობებით, "ბლაუგრანასთვის" ნიკო უილიამსი მთავარი სატრანსფერო სამიზნეა და თავად ესპანელის პრიორიტეტიც ბარსაა.