მონაკოში ტრანსფერი ჩაიშალა - გიორგი მიქაუტაძე ლიონში გადადის!
ფაბრიციო რომანო ფრანგ ჟურნალისტ უგო გილემეზე დაყრდნობით იუწყება, რომ ლიონმა გიორგი მიქაუტაძის მონაკოში ტრანსფერი ჩაშალა.
მიუხედავად იმისა, რომ მონეგასკებს ქართველი ფეხბურთელის სამედიცინო შემოწმება დაგეგმილი ჰქონდათ და შეთანხმებაც მიღწეული იყო, გიორგიმ ბავშვობის კლუბში დაბრუნება გადაწყვიტა.
გარდა ამისა, მონაკოსა და მიქაუტაძის გარემოცვას შორის ბოლო მომენტში სიტუაცია დაიძაბა, რითაც ლიონმა ისარგებლა. ისინი ქართველი ცენტრფორვარდის სანაცვლოდ მეცს 18 მილიონ ევროს გადაუხდიან.
მიქაუტაძე ლიონის აკადემიაში 2008-2015 წლებში ირიცხებოდა.