დინამო ბათუმს ლუდოგორეცთან დღევანდელი მოგება მომდევნო ეტაპზე გასასვლელად არ ეყო

ბათუმის დინამომ საკუთარ სტადიონზე ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის 1/8-ფინალის განმეორებით მატჩში ლუდოგორეცი 1-0 დაამარცხა.
პირველი შეხვედრის მსგავსად, ბულგარელთა კარი დღესაც ვლადიმერ მამუჩაშვილმა აიღო, თუმცა ეს მოგება ბათუმელებს მომდევნო ეტაპზე გასავლელად არ ეყოთ, რადგან ორი მატჩის ჯამში 2-3 წააგეს.
ანდრეი დემჩენკოს შეგირდები კონფერენს ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო რაუნდზე გადაერთვებიან, სადაც მონტენეგროულ დეჩიჩს დაუპირისპირდებიან.