ავტორიზაცია

არგენტინის მთავრობა ლიონელ მესის ბოდიშის მოხდას ისეთი რამის გამო სთხოვს, რაც არ ჩაუდენია

არგენტინის მთავრობა ლიონელ მესის ბოდიშის მოხდას ისეთი რამის გამო სთხოვს, რაც არ ჩაუდენია
თარიღი 18 Jul 2024, 01:58
TN-ის ინფორმაციით, არგენტინის მთავრობამ ლიონელ მესისა და არგენტინის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ კლაუდიო ტაპიას, კოპა ამერიკის მოგების შემდეგ არგენტინელის ფეხბურთელების მიერ გამოყენებული რასისტული სიტყვების გამო, ბოდიშის მოხდას სთხოვს.

არგენტინის სპორტის ეროვნული მდივნის მოადგილემ, ხულიო გარომ განაცხადა, რომ "ეს შემთხვევა ქვეყანას სახელს უფუჭებს."

საინტერესოა, რომ ამ საქმეში მესი ჩართული საერთოდ არ იყო, რადგან, როცა ეს მოხდა, ის გუნდის ავტობუსში არ იმყოფებოდა. შესაბამისად, თუ ლეოს ბოდიშის მოხდაში დაარწმუნებენ, იგი ამას, პირველ რიგში, "ალბისელესტეს" კაპიტნის რანგში გააკეთებს.

არგენტინელთა მიერ გამოყენებულ ჩენთში ფეხბურთელებმა ფრანგ ფეხბურთელებს დასცინეს და ხაზი გაუსვეს, რომ ისინი, აფრიკული ფესვების მიუხედავად, ევროპული ქვეყნის ღირსებას იცავენ. გარდა ამისა, მათ კილიან მბაპე დატროლეს და აღნიშნეს, რომ მას ურთიერთობა ტრანსგენდერთან ჰქონდა.

ამის გამო, ინციდენტის ერთ-ერთმა მონაწილემ, ენცო ფერნანდესმა უკვე მოიბოდიშა.

აღსანიშნავია, რომ მომხდარის შემდეგ საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციამ განაცხადა, რომ არგენტინელთა წინააღმდეგ სამართრებლივ ზომებს მიიღებენ.