ავტორიზაცია

დინამო თბილისი კონფერენს ლიგას გამოეთიშა

დინამო თბილისი კონფერენს ლიგას გამოეთიშა
თარიღი 18 ივლ 2024, 23:42
დინამო თბილისსა და მონტენეგროულ მორნარს შორის კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის 1/8-ფინალში გამართული მატჩი ფრედ, 1-1 დასრულდა.

33-ე წუთზე ქართული გუნდი ვახტანგ სალიამ დააწინაურა, მაგრამ 58-ე წუთზე მეტოქემ დარკო ზორიჩის გოლით ანგარიში გაათანაბრა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა. აღსანიშნავია, რომ თბილისელები მე-20 წუთიდან მოყოლებული 10 კაცით თანაშობდნენ, რადგან ნიკოლოზ უგრეხელიძემ წითელი ბარათი მიიღო.

დინამოს პირველ შეხვედრა გასვლაზე 1-2 ჰქონდა წაგებული, შესაბამისად, ფერდინანდ ფელდჰოფერის შეგირდები ევროტურნირს ემშვიდობებიან.

ფოტო: დინამო თბილისი