ავტორიზაცია

იტალიურმა კლუბმა ლატინამ მსოფლიოში ყველაზე შთამბეჭდავი ფორმები წარადგინა

იტალიურმა კლუბმა ლატინამ მსოფლიოში ყველაზე შთამბეჭდავი ფორმები წარადგინა
თარიღი 19 Jul 2024, 19:19
იტალიურმა კლუბმა ლატინამ, რომელიც სერია C-ში ასპარეზობს, ახალი სეზონისთვის ფორმა წარადგინა, რომელმაც საფეხბურთო სამყაროს ყურადღება მიიქცია.

ლატინამ Ezeta-სთან (სპორტული ტანსაცმლის კომპანია) გრძელვადიანი კონტრაქტი გააფორმა. თავდაპირველად, ეს ბრენდი არეაპროფესიონალურ რიგებში მოთამაშე რომაულ კლუბებთან თანამშრომლობდა, ახლა კი პროფესიონალურ ფეხბურთში პირველ ნაბიჯებს დგამს.




აღნიშნულმა კომპანიამ ლატინას საშინაო და გასვლითი მაისურები ბერძნული მითოლოგიის ინსპირაციით შექმნა. დიზაინის მთავარი ელემენტი ჰომეროსის "ოდისეაა". ნამუშევარში აღწერილია, თუ როგორ შეხვდა მთავარი გმირი ჯადოქარ ცირკეს კუნძულ აეაეზე, რომელიც ლატინას პროვინციაში მდებარეობს და მთელი პონტინის სანაპიროს ისტორიულ ნაწილს წარმოადგენს. ცირკე ბერძულ მითოლოგიაში მომაკვდინებელი ქალია, რომელსაც ადამიანების ცხოველებად ქცევა შეუძლია.




საშინაო მაისური დიაგონალური ლურჯი და შავი ზოლებითაა გაფორმებული, მთავარი ფერი სწორედ ეს უკანასკნელია, ხოლო ლურჯ ხაზებში ბერძნული ვაზის გრაფიკულ მონახაზს ვხედავთ. გასვლითი ფორმის საბაზისო ფერი კი თეთრია, რომელსაც ერთი დიდი ლურჯი ზოლი აქვს. საინტერესოა, რომ ვაზის დიზაინში ცნობილი პერსეფონეს ფრაგმენტი შედის.

ასევე, აღსანიშნავია, რომ ლატინამ ცოტა ხნის წინ კლუბის ლოგოც განაახლა, რომელიც იტალიელ ფანებს ძალიან მოეწონათ.