ქუთაისის ტორპედოს მცველი ინდონეზიის ჩემპიონატში ითამაშებს

ქუთაისის "ტორპედოს" 30 წლის ცენტრალური მცველი პედრო მონტეირო კარიერას ინდონაზიის ჩემპიონატში გააგრძელებს.

ტრანსფერს "მადურა იუნაიტედის" ოფიციალური ფეისბუქ გვერდი ადასტურებს.

აღსანიშნავია, რომ მონტეირომ ეროვნული ლიგის 2024 წლის გათამაშებაში 17 მატჩი ჩაატარა და უეფას კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპზე ორივე მატჩი სრულად ითამაშა.