ვის შეხვდებიან ქართული გუნდები კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გასვლის შემთხვევაში?
დღეს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში უეფას კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა.
ამრიგად, გაირკვა თუ ვის შეხვდებიან ქართული გუნდები მეორე ეტაპის დაძლევის შემთხვევაში.
საქართელოს მოქმედი ჩემპიონი ბათუმის "დინამო" მონტენოგრული "დეჩიჩის" გავლის შემთხვევაში ფინურ ჰელსინკის "ჰიკს" შეხვდება.
იმ შემთხვევაში თუ ქუთაისის "ტორპედო" კვიპროსული "ომონიას" ბარიერს გაივლის, მესამე ეტაპზე "სუმგაითსა" და "ფეჰერვარს" შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.
რაც შეეხება "იბერია 1999"-ს, რომელიც ევროტურნირებზე მეორე ეტაპიდან ერთვება, თუ თბილისური გუნდი ალბანური "პარტიზანის" ბარიერს დაძლევს, მესამე ეტაპზე "ბასაქშეჰირსა" და "ლა ფიორიტას" შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.