ვიქტორ ოსიმენის ტრანსფერი პსჟ-ში შესაძლოა ჩავარდეს!

"პსჟ" აგრძელებს მუშაობას "ნაპოლიდან" ნიგერიელი ფორვარდის ვიქტორ ოსიმენის შეძენის თაობაზე.
L'Equipe-ის ცნობით, ოსიმენის გასაფორმებლად "პსჟ"-მ ჯერ ერთ-ერთი თავდამსხმელი უნდა გაყიდოს - გონსალო რამოში ან რენდალ კოლო-მუანი.
თუმცა არცერთ ამ ფეხბურთელს არ სურს პარიზული კლუბის დატოვება. სწორედ ამ მიზეზით შეჩერდა ოსიმენის ტრანსფერზე მოლაპარაკებები. აქედან გამომდინარე, გარიგება შესაძლოა საერთოდ ჩავარდეს.