ილქაი გიუნდოგანმა შესაძლოა ბარსელონა დატოვოს
კატალონიური "ბარსელონას" ნახევარმცველმა ილქაი გიუნდოგანმა შესაძლოა მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაში გუნდი შეიცვალოს. ამის შესახებ Mundo Deportivo იუწყება.
გამოცდილი გერმანელი ნახევარმცველის მომსახურებით "ალ-სადი" ინტერესდება.
ყატარულმა კლუბმა 33 წლის ნახევარმცველს სამწლიანი კონტრაქტი შესთავაზა.
ილქაი ამ კარიერულ ვარიანტს განიხილავს. გიუნდოგანსა და "ბლაუგრანას" შორის არსებული კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.
გასულ სეზონში ნახევარმცველმა ესპანეთის ჩემპიონატში 35 მატჩი ჩაატარა, რომელშიც ხუთი გოლი გაიტანა და რვა საგოლე გადაცემა გააკეთა.