მანჩესტერ იუნაიტედის 29-კაციანი განაცხადი ამერიკული ტურნესთვის
მანჩესტერ იუნაიტედმა იმ ფეხბურთელთა 29-კაციანი განაცხადი დაასახელა, რომლებიც ამერიკის შეერთებულ შტატებში გასამართი წინასასეზონო მზადებისთვის გუნდთან ერთად გაემგზავრებიან.
კლუბის ახალწვეული, ჯოშუა ზირკზე ამ სიაში არაა, რადგან მისი ნიდერლანდების ნაკრები ევრო 2024-ზე ნახევარფინალში გავიდა. ის გუნდის განკარგულებაში მოგვიანებით იქნება.
ერიკ ტენ ჰაგმა მერიკული ტურნესთვის შემდეგი 29 ფეხბურთელი გამოიძახა:
მეკარეები: ტომ ჰიტონი, დერმოტ მი, ანდრე ონანა, რადეკ ვიტეკი
მცველები: ჰარი ამასი, რის ბენეტი, ჯონი ევანსი, უილ ფიში, ვიქტორ ლინდელოფი, ჰარი მაგუაიერი, სემ მიურეი, აარონ ვან-ბისაკა, ლენი იორო
ნახევარმცველები: კაზემირო, ტობი კოლიერი, კრისტიან ერიქსენი, ჰანიბალ მეჟბრი, ჯეკ ფლეტჩერი, სემ მეთერი, სკოტ მაკტომინეი, მეისონ მაუნტი, მაქსი ოიედელე, ჯეიმს სკენლონი
ნახევარმცველები: კაზემირო, ტობი კოლიერი, კრისტიან ერიქსენი, ჰანიბალ მეჟბრი, ჯეკ ფლეტჩერი, სემ მეთერი, სკოტ მაკტომინეი, მეისონ მაუნტი, მაქსი ოიედელე, ჯეიმს სკენლონი
თავდამსხმელები: ანტონი, ამად დიალო, რასმუს ჰოილუნდი, მარკუს რაშფორდი, ჯეიდონ სანჩო, ეთან უიტლი
"წითელი ეშმაკები" აშშ-ში 28 ივლისს - არსენალს, 31 ივლისს - ბეტისს, 4 აგვისტოს კი ლივერპულს დაუპირისპირდებიან.