ავტორიზაცია

ტრანსფერი გადაწყდა - რიკარდო კალაფიორი არსენალში გადადის

ტრანსფერი გადაწყდა - რიკარდო კალაფიორი არსენალში გადადის
თარიღი 25 ივლ 2024, 00:24
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, რიკარდო კალაფიორის არსენალში ტრანსფერი გადაწყდა - ინგლისური კლუბი ამ მომენტში ბოლონიასთან დოკუმენტებს ცვლის. 

ტრანსფერს ამ დრომდე ის ფაქტი აფერხებდა, რომ ბოლონია და ბაზელი (რიკარდოს ყოფილი გუნდი) არსენალის მიერ გადასახდელი თანხის გაყოფის საკითხზე დავობდნენ, მაგრამ, წყაროს ცნობით, მათ შორის შეთანხმება შედგა.

კალაფიორი ლონდონურ კლუბთან 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს. იტალიელი ფეხბურთელის სეზონური ხელფასი €4 მილიონი იქნება. რიკარდო სამედიცინო შემოწმებას ამერიკაში გაივლის.