ოფიციალურად: გიორგი წიტაიშვილი გრანადას ფეხბურთელია!
ოფიციალურად საქართველოს ეროვნული ნაკრების და კიევის "დინამოს" ფეხბურთელი გიორგი წიტაიშვილი კარიერას ესპანურ "გრანადაში" გააგრძელებს.
შეგახსენებთ, რომ "გრანადა" ლა ლიგა 2-ში წინა სეზონში დაქვეითდა.
კიევის "დინამოსა" და ესპანურ გუნდს შორის შეთანხმება 1-წლიან იჯარაზე შედგა, გამოსყიდვის უფლების გარეშე.
23 წლის ფეხბურთელმა ახალ კლუბში სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა და კონტრაქტიც გააფორმა.
შეგახსენებთ, რომ "გრანადა" ლა ლიგა 2-ში წინა სეზონში დაქვეითდა.