ავტორიზაცია

ქუთაისის ტორპედომ ნიგერიელი ნახევარმცველი დაიმატა

ქუთაისის ტორპედომ ნიგერიელი ნახევარმცველი დაიმატა
თარიღი 28 Jul 2024, 11:23
20 წლის ნიგერიელი ნახევარმცველი ტიმ ოლოკო-ობი "ტორპედოს" ღირსებას დაიცავს.

ამის შესახებ იმერული კლუბის ოფიციალური ფეისბუქ გვერდი იტყობინება.

"2023 წელს ის კლუბის მიერ ეგვიპტეში გამართულ აფრიკელ ტალანტთა ფორუმზე იქნა შერჩეული, რის შემდეგაც ახალგაზრდა ფეხბურთელი საქართველოში ჩამოვიდა და რამდენიმე თვეა მთავარ გუნდთან ერთად ვარჯიშობს; მონაწილეობა მიიღო "ურარტუს" წინააღმდეგ გამართულ ამხანაგურ მატჩში, სადაც თავი გატანილი გოლით გამოიჩინა ",- წერია კლუბის განცხადებაში.

კლუბის ხელმძღვანელობისა და სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებით ფეხბურთელთან 3+1 წლიანი კონტრაქტი გააფორმდა.