ავტორიზაცია

ტურინის იუვენტუსს კიეზას გაყიდვა კვლავ სურს

ტურინის იუვენტუსს კიეზას გაყიდვა კვლავ სურს
თარიღი 29 Jul 2024, 13:38
ტურინის "იუვენტუსს" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაში თავდამსხმელის ფედერიკო კიეზას გაყიდვა კვლავ სურს. 

შეგახსენებთ, რომ იტალიით ადრე ორი ლონდონური კლუბი იყო დაინტერესებული - "არსენალი" და "ტოტენჰემი". 

Tuttosport-ის ინფორმაციით, თუ "იუვენტუსი" ამ სატრანსფერო ფანჯარაში კიეზას გაყიდვას ვერ მოახერხებს, ხელმძღვანელობა შეეცდება, ფეხბურთელი მათი გრძელვადიანი პროექტის ნაწილად აქციოს. 

ფედერკოს კონტრაქტი ერთ წელიწადში ეწურება, მაგრამ თუ თავდამსხმელი გუნდში ამ ზაფხულს დარჩება, ხელმძღვანელობა მას ახალ ხელშეკრულებას შესთავაზებს. 

26 წლის კიესამ იტალიის გასულ ჩემპიონატში 9 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.