ჩავი სიმონსი ლაიფციგში რჩება
დიდხნიანი საგა დასასრულს მიუახლოვდა, პსჟეს გამთამაშებელი ჩავი სიმონსი კიდევ ერთი სეზონით დარჩება ლაიფციგის შემადგენლობაში. ნიდერლანდელის მიმართ ინტერესს მუნხენის ბაიერნი იჩენდა, მაგრამ ''ხარებმა'' მოახერხეს პსჟესთან საერთო ენის გამონახვა და თავიანთი ლიდერი კიდევ ერთი წლით დაიტოვეს. სიმონსმა გასულს ეზონში 43 შეხვედრაში თავი 10 ჯერ გამოიჩინა.
ასევე ბარსელონას სკოლის აღზრდილმა, ევროპის ჩემპიონატზეც იასპარეზა და ინგლისს ტურნირის ერთ-ერთი საუკეთესო გოლიც შეუგდო. პსჟ სიმონსის გაყიდვის წინააღმდეგია და მას სამომავლოდ გუნდის წამყვან მოთამაშედ მოიაზრებს. სიმონსი პსჟში 2020 წლიდან ირიცხება და მხოლოდ 11 შეხვედრა აქვს ჩატარებული.