ლონდონის ჩელსი მზადაა ოსიმენი იჯარის წესით დაიმატოს
ლონდონის "ჩელსიმ" შესაძლოა მალე გახმაურებული ტრანსფერი განახორციელოს.
როგორც The Athletic-ი იუწყება, "არისტოკრატები" "ნაპოლისთან" მოთამაშეების გაცვლას განიხილავენ.
რომელუ ლუკაკუ უნდა წავიდეს ნეაპოლში ანტონიო კონტესთან, ვიქტორ ოსიმენი კი "სტემფორდ ბრიჯზე".
წყაროს ინფორმაციით, "ჩელსი" მზადაა ოსიმენის იჯარით დაიმატოს შემდეგი ყიდვის ოფციით.