ავტორიზაცია

Esports Insider-ი საქართველოში შემოვიდა, SMH Sports- თან პარტნიორობის ფარგლებში, ევრაზიასა და ახლო აღმოსავლეთს სრულად დაფარავს

Esports Insider-ი საქართველოში შემოვიდა, SMH Sports- თან პარტნიორობის ფარგლებში, ევრაზიასა და ახლო აღმოსავლეთს სრულად დაფარავს
თარიღი 30 Jul 2024, 16:41
კიბერსპორტისა და ,,გეიმინგის’’ სექტორის მსოფლიო ლიდერი, ბრიტანული კომპანია Esports Insider-ისა და SMH Sports-ის პარტნიორობით, საფუძველი ჩაეყარა Esports Insider Eurasia-სა და Esports Insider Georgia-ს. ESI წარმოადგენს მედიის, სამიტებისა და ,,კონსალტინგის’’ ერთობლიობას, რაც მას აქცევს უნიკალურ ორგანიზაციად, რომელსაც სექტორის განვითარებისათვის საჭირო ყველა მიმართულება აქვს დაფარული მსოფლიო მასშტაბით. ევრაზიასა და ახლო აღმოსავლეთში სექტორის სწრაფი ზრდიდან გამომდინარე, ESI-მ გადაწყვიტა რეგიონში გაფართოება SMH Sports-თან პარტნიორობით, რაც 2023 წლის ნოემბერში დაანონსდა.
 
 Esports Insider-ის თანადამფუძნებლისა და მმართველი დირექტორის, სემ კუკის კომენტარი:
Esports Insider-ში ჩვენი მისიაა მხარი დავუჭიროთ კიბერსპორტისა და ,,გეიმინგ’’ ინდუსტრიის განვითარებას, გავუძღვეთ მათ და გავაძლიეროთ მათთან დაკავშირებული საკვანძო სექტორები. ევრაზიისა და ახლო აღმოსავლეთის ბაზრების მზარდმა ტენდენციამ განაპირობა ჩვენი გადაწყვეტილება რეგიონში შემოსვლასთან და რეგიონულ გაფართოებასთან დაკავშირებით, SMH Sports - თან პარტნიორობით. SMH Sports-ი სანდო რეგიონული პარტნიორია ისეთი მსხვილი ბრენდებისთვის, როგორებიცაა: La Gazzetta dello Sport, Setanta Sports და SBC Gaming. შესაბამისად, თანამშრომლობის დაწყების გადაწყვეტილება ჩვენთვის მარტივი მისაღები იყო.”

SMH Sports-ის დამფუძნებლის, ლაშა მაჭავარიანის კომენტარი:

“SMH Sports-ი ევრაზიის რეგიონის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურაა სპორტის ინდუსტრიაში. Ჩვენი მიზანი ამ სფეროს განვითარება და დასავლურ სტანდარტებთან დაახლოებაა. დღეს ჩვენ წარმოვადგენთ ისეთ ბრენდებს, როგორებიცაა: La Gazzetta dello Sport, Setanta Sports, SBC Gaming და სხვა. Esports Insider-თან პარტნიორობა აფართოებს ჩვენი აქტივობების არეალს კიბერ სპორტის სექტორზე, რომელიც სწრაფად მზარდია რეგიონში და მჯერა, მალე დაიმკვიდრებს ადგილს მსოფლიო ასპარეზზე, ჩვენ კი ამ ყველაფრის მხარდამჭერნი ვიქნებით სამიტებით, ტურნირებით, განათლებით, მედიითა და ,,კონსალტინგით.”

2024 წლის ივლისში ოფიციალურად გაეშვა Esports Insider Eurasia და Esports Insider Georgia. Რეგიონული გაშლა საწყის ეტაპზე მოიცავს 2 მედია რესურსის გაშვებას, რომლებიც სრულად ფარავენ მსოფლიო სიახლეებს აღნიშნული სექტორიდან. პროექტი ოფიციალურად 24-25 ივნისს, SBC Summit Tbilisi-ზე წარადგინეს, სადაც ინდუსტრიის წარმომადგენლებს მიეცათ საშუალება პირადად გაცნობოდნენ პროექტის დამფუძნებლებსა და მათ გეგმებს.
 
SMH Sports-ი არის საქართველოში დაფუძნებული გლობალური კომპანია, რომელიც მსოფლიო მასშტაბით წარმატებით ოპერირებს მედიის, სპორტისა და iGaming-ის მიმართულებით.

SMH Sports-ი ექსკლუზიურად თანამშრომლობს მსოფლიო სპორტულ ბრენდებთან, როგორებიცაა: La Gazzetta dello Sport, Esports Insider, Setanta Sports, SBC Gaming და სხვა.

SMH Sports-ი უწევს სპორტულ მარკეტინგულ და საკონსულტაციო მომსახურებას მსოფლიო დონის სპორტსმენებს, სპორტულ კლუბებსა, თუ ფედერაციებს.

SMH Sports -ი ქართული სპორტის აქტიური მხარდამჭერია.


SMH Sports
Lasha Machavariani
Esports Insider
Esports Insider Eurasia
Esports Insider Georgia