ჯიმი ტაბიძე კარიერას დინამო მახაჭკალაში გააგრძელებს
Sport-Express-ის ინფორმაციით, საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი ჯიმი ტაბიძე კარიერას "დინამო მახაჩკალაში" გააგრძელებს.
წყაროს ცნობით, ქართველი ფეხბურთელი ახალ კლუბთან ერთად უკვე ვარჯიშობს და ტრანსფერი ოფიციალურად უახლოეს პერიოდში დადასტურდება.
28 წლის ფეხბურთელი ბოლოს ბერძნული "პანეთოლიკოსის" მაისურს ირგებდა, რომელიც თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა.