ატლეტიკო კლემან ლანგლესთან მოლაპარაკებებს აწარმოებს
Foot Mercato-ს ინფორმაციით, ატლეტიკო მადრიდი კლემან ლანგლეთი ინტერესდება და მის აგენტებთან მოლაპარაკებები დაიწყო.
"როხიბლანკო", რომელსაც მცველის გაფორმება სურს, მაგრამ სატრანსფერო ბაზარზე ბევრი ვარიანტი ვერ იპოვა, ბარსელონასაც დაუკავშირდა. მადრიდელთათვის კარგი ფაქტი ისაა, რომ ფრანგი ფეხბურთელი ატლეტიკოში ტრანსფერზე თანახმაა.
ლანგლემ 2022/23 წლების სეზონი იჯარით ტოტენჰემში გაატარა, 2023/24 წლების სეზონში კი ის ბარსამ ასტონ ვილაში გაანათხოვრა. ახლა კლემანი ბარსელონაში დაბრუნდა, თუმცა იგი კატალონიური კლუბის გეგმებში არ შედის.