ტორპედო კონფერენს ლიგას გამოეთიშა

ქუთაისის ტორპედომ რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ომონიასთან გამართული შეხვედრა წააგო და კონფერენს ლიგას დაემშვიდობა.
მარიუშ სტეპინსის გოლს (25') ქართული გუნდიდან მომო იანსანემ (47') უპასუხა, თუმცა 81-ე წუთზე ვილი სემედუმ პენალტით კვიპროსული გუნდი კვლავ წინ გაიყვანა - 1-2.
გარდა ამისა, მეოთხედფინალის პირველი მატჩი სტივი კინის შეგირდებმა 1-3 წააგეს და, შესაბამისად, ორი შეხვედრის ჯამში 2-5 დამარცხდნენ.