ვან ბისაკა ახლოს არის გუნდის დატოვებასთან
ვესტ ჰემ იუნაიტედმა უნას მაზრაუის ჩაშლილი ტრანსფერი შემდეგ, აქტიურად გადაერთო აარონ ვან ბისაკას ვარიანტზე. მანჩესტერსი განაპირა მცველი მომდევნო ზაფხულს თავისუფალი აგენტი ხდება და არ აპირებს ''ეშმაკებთან'' ახალი კონტრაქტის გაფორმებას. ამით სარგებლობას ''ჩაქუჩები'' აპირებენ და მზად არიან ინგლისელი ლონდონში გადაიბირონ.
ვესტ ჰემს ხელმძღვანელობას, ვლადიმერ ცოუფალის კონკურენტის მოყვანა სურს. მანჩესტერი არაა წინააღმდეგი ვან ბისაკას გასავებად და მის ნაცვლად სწორედ მაზრაუის მოყვანა სურთ. ვან ბისაკამ ვესტ ჰემთან პირადი კონტრაქტი უკვე შეათანხმა და ის 2029 წლამდე იქნება გათვლილი. თავად ლონდონელები კი 18 მილიონის შეთავაზებას გეგმავენ იუნაიტედისთვის.
განაპირა მცველმა, იუნაიტედში 5 წელია გაატარა რა დროშიც, 190 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და მხოლოდ 2 გოლის გატანა მოახერხა, ბოლო სეზონში ვან ბისაკამ კონკურენცია, დიეგო დალოსთან წააგო და ძირითადად სკამიდან უწევდა თამაში.