ავტორიზაცია

ბარსელონა და გერმანია: 125-წლიანი ისტორია

ბარსელონა და გერმანია: 125-წლიანი ისტორია
თარიღი 02 Aug 2024, 16:09
ჰანსი ფლიკი ბარსელონას ისტორიაში მე-3 გერმანელი მწვრთნელია - ის ჰენეს ვაისვაილერისა და უდო ლატეკის გზას მიჰყვება.

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 50 წლის განმავლობაში ბარსელონაში მხოლოდ შვიდმა გერმანელმა ითამაშა, კატალონიურ გრანდსა და ამ ქვეყანას შორის კავშირები ბევრად დიდხანს ითვლის.

1899 წლის 29 ნოემბერს შვეიცარიელი ჰანს გამპერი 11 ადამიანს, მათ შორის, გერმანელ ოტო მაიერს შეხვდა, რათა ბარსელონა დაეარსებინა. მაიერმა 1902 წელს ბარსას შემადგენლობაშიც ითამაშა. კიდევ ერთმა გერმანელმა, ედუარდ შილინგმა 1899 წლის 8 დეკემბერს "ბლაუგრანას" სადებიუტო მატჩში მონაწილეობა მიიღო.

კლუბის არსებობის ისტორიაში, პირველ წლებში ბარსელონას პრეზიდენტის პოსტი ორ გერმანელს ეკავა: პაუ ჰაასს 1902/03 წლებში და ოტო გმელინს 1909/10 წლებში. გარდა ამისა, პირველი 60 წლის განმავლობაში ბარსაში რამდენიმე გერმანელი თამაშობდა: უდო შტაინბერგი (1901-10), ფრედრიკ მათიასი (1906), იულიუს მიულერი (1908-10), ვალტერ როსიცკი (1911-13), ემილ ვალტერი (1924-31) და კურტ ცარო (1956).

ბარსელონასა და გერმანიას შორის ურთიერთობა 1970-იან წლებში აღდგა და კლუბში პირველი გერმანელი მწვრთნელი მივიდა, რომელსაც ჰენეს ვაისვაილერი ერქვა. მან ბარსაში მისვლამდე ბორუსია მიუნხენგლადბახთან ერთად UEFA-ს თასი მოიგო და 1975 წელს "ბლაუგრანაში" გადავიდა. სამწუხაროდ, გერმანელის ბარსელონური კარიერა დიდად წარმატებული არ გამოდგა და მხოლოდ 1 წელს გაგრძელდა.

1980 წელს ბარსელონას გერმანელი ვარსკვლავი, ბერნდ შუსტერი შეუერთდა და 1988 წლამდე დარჩა. მისი ბარსაში ყოფნის პერიოდი კლუბის ისტორიაში მეორე გერმანელი მწვრთნელის მისვლას დაემთხვა - ბაიერნსა და გლადბახში წარმატებული მოღვაწეობის შემდეგ, უდო ლატეკმა კატალონიური გრანდი ჩაიბარა. ლატეკი "ბლაუგრანაში" 1981 წელს მივიდა და 1983 წელს გაათავისუფლეს.

მას შემდეგ ბარსელონამ კიდევ 3 გერმანელი გაიფორმა: რობერტ ენკე (2002/03), მარკ-ანდრე ტერ შტეგენი (2014-დღემდე) და ილქაი გიუნდოგანი (2023-დღემდე).

მიმდინარე ზაფხულში კი ბარსელონას მთავარი მწვრთნელი ჰანსი ფლიკი გახდა და მუშაობას უკვე შეუდგა.