ავტორიზაცია

მარტინ ბრეითუეიტი ესპანიოლის ყიდვაზე ფიქრობს

მარტინ ბრეითუეიტი ესპანიოლის ყიდვაზე ფიქრობს
თარიღი 05 Aug 2024, 19:05
Marca-ს ინფორმაციით, დანიელი ფეხბურთელი, მარტინ ბრეითუეიტი ესპანიოლის ყიდვას განიხილავს.

წყაროს ცნობით, ბრეითუეიტი ყოფილი კლუბის ხელმძღვანელობის ქმედებებით ძალიან უკმაყოფილოა და მიიჩნევს, რომ 2023 წელს კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მათგან შეურაცხმყოფელი შეთავაზება მიიღო.

33 წლის მოთამაშე ბიზნესი აქვს და, გავრცელებული ცნობებით, ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ფეხბურთელია, მაგრამ თავად ამას უარყოფს.

ბრეითუეიტმა ესპანიოლი მიმდინარე ზაფხულში დატოვა და ბრაზილიურ გრემიოს შეუერთდა.