იუვენტუსმა ბრაზილიელ გარემარბთან შეთანხმება მიაღწია

"იუვენტუსი" "პორტუს" ფეხბურთელის, ვენდერსონ გალენოს შეძენასთან ახლოს არის.
"ბეები ქალბატონის" ინტერესი 26 წლის ფეხბურთელით გასულ თვეში გახდა ცნობილი.
Sky Sport-ის განახლებული ინფორმაციით, ბრაზილიელი ახლა ტრანსფერზე დათანხმდა.
ტურინულ კლუბს რჩება "პორტუსთან" ტრანსფერის პირობებზე შეთანხმება, რათა გარიგება განხორციელდეს.
გასულ სეზონში ვენდერსონ გალენომ 48 მატჩში 16 გოლი გაიტანა და 12 საგოლე გადაცემა გააკეთა.