ოფიციალურად: თბილისში ერთმანეთს საქართველოს ნაკრებისა და მილანის ლეგენდები დაუპირისპირდებიან
ცოტა ხნის წინ კახა კალაძემ და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ დააანონსეს, რომ 21 სექტმებერს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ერთმანეთს საქართველოს ნაკრებისა და მილანის ლეგენდები დაუპირისპირდებიან.
გუნდების შემადგენლობები ჯერ ცნობილი არაა, მაგრამ კალაძის მიერ გამოქვეყნებული ვიდეოდან ვიგებთ, რომ "როსონერის" ლეგენდების რიგებში რიკარდო კაკა, რივალდო, კლარენს ზეედორფი, კაფუ და ალესანდრო კოსტაკურტა ითამაშებენ, ქართველი ლეგენდების მწვრთნელი კი თემურ ქეცბაია იქნება.