ავტორიზაცია

რა თანხას გამოიმუშავებს დანი ოლმო ბარსელონაში?

რა თანხას გამოიმუშავებს დანი ოლმო ბარსელონაში?
თარიღი 09 Aug 2024, 18:47
დღეს ბარსელონამ დანი ოლმოს ტრანსფერი და მასთან 6-წლიანი კონტრაქტის გაფორმება ოფიციალურად დაადასტურა.

Goal.com-ის ინფორმაციით, ბარსაში ესპანელი ფეხბურთელის წლიური ხელფასი €11 მილიონი იქნება. ამრიგად, ოლმო "ბლაუგრანაში" ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებს შორის მე-7 ადგილზეა. კლუბში მასზე მაღალი ანაზღაურება ლევანდოვსკის, ფრენკი დე იონგს, რაფინიას, ილქაი გიუნდოგანს, ანსუ ფატისა და კლემან ლანგლეს აქვთ (ბოლო ორი მოთამაშის მომავალი გაურკვეველია).

ბარსელონა და ლაიფციგი €55 მილიონს + €7 მილიონზე შეთანხმდნენ. დანი ოლმო კატალონიურ კლუბში 10 წლის შემდეგ დაბრუნდა. სადებიუტო სეზონს ის 20-ნომრიანი მაისურით დაიწყებს.