ომოროდიონი გამოირიცხა ისევ ფელიქსი
ლონდონის ჩელსიმ და მადრიდის ატლეტიკომ სამუ ომოროდიონის ტრანსფერზე ყველაფერი მოაგვარეს, ესპანური გუნდი 40 მილიონ ევროს ელოდებოდა. ესპანელი მოთამაშე ლონდონში დღეს ჩავიდა სადაც უნდა გაეარა სამედიცინო შემოწმება, მაგრამ ეს ვერ მოახერხა. ამის გამო სამუ ომოროდიონის ტრანსფერი ჩაიშალა და ახალგაზრდა ესპანელს, უკან მადრიდის ატლეტიკოში მოუწევს დაბრუნება.
ომოროდიონთან შექმნილი პრობლემის გამო, ჩელსი გეგმავს ატლეტიკოს სხვა ფეხბურთელის დამატებას, საუბარია ჟოაო ფელიქსზე. პორტუგალიელმა მოთამაშემ გასული სეზონი, ბარსელონაში გაატარა, ხოლო მანამდე, სწორედ ჩელსიში ასპარეზობდა, მაგრამ წარუმატებლად. ლონდონელები აპირებენ, რომ კიდევ ერთი შანსი მისცენ პორტუგალიელს და დაიმატონ ისევ იჯარით. დიდი შანსია მომდევნო დღეებში ფელიქსი კვლავ ჩელსის მოთამაშე გახდეს. პორტუგალიელს კარგახანია, სურს ატლეტიკოს დატოვება.