პალმერმა ჩელსისთან კონტრაქტი 2033 წლამდე გაახანგრძლივა
"ჩელსის" შემტევმა ნახევარმცველმა კოულ პალმერმა კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივა.
ამის შესახებ ჟურნალისტი დევიდ ორნშტეინი იუწყება.
წყაროს ცნობით, 22 წლის ფეხბურთელმა ლონდონურ გუნდთან ახალი კონტრაქტი გააფორმა, რომელიც 2033 წლამდე იქნება ძალაში.
2023/24 წლების სეზონში პალმერმა "ჩელსის" მაისურით 45 მატჩი ჩაატარა, რომელშიც 25 გოლი გაიტანა და 15 საგოლე გადაცემა გააკეთა.