წამყვანი კლუბები და მათი ტოპ სპონსორები
ევროპის წამყვან კლუბებსა და წამყვან ლიგებში, სამი გამორჩეული ბრენდი გვხვდება: ნაიკი, ადიდასი და პუმა. ამ ჩამონათვალში დღესისთვის ყველაზე მოთხოვნადი ბრენდი ფეხბურთში პუმაა. არადა რამოდენიმე წლის წინ, გერმანული ბრენდი არც კი განიხილავდა დაწინაურებას და 2000-ების დასაწყისში, გამორჩეულ ნაკრებს იტალიას ამარეგებდა, ხოლო საკლუბო დონეზე, საკმაოდ მოკრძალებული იყო, პუმას მაკრონიც კი ასწრებდა.
ამ წუთისთვის პუმა 17 კლუბთან თანამშრომლობს, რაც მსოფლიოში საუკეთესო მაჩვენებელია. წამყვანი გუნდებიდან, პუმას ისეთი გრანდები ჰყავს როგორებიც არიან მანჩესტერ სიტი და მილანი, ხოლო შედარებით, მოკრძალებულ გუნდებს რაც შეეხებათ; საუთჰემპტონი, პარმა, ჟირონა, ვალენსია, დორტმუნდი და ლაიფციგი. არადა ვერავინ წარმოიდგენდა, რომ პუმა ამდენს შეძლებდა.
2019 წელს, პუმამ გარდატეხა შეიტანა თავის ბრენდში. გერმანულმა კომპანიამ, რომელიც კრიზისიდან გამოდიოდა, თებერვლის თვეში მანჩესტერ სიტისთან გააფორმა კონტრაქტი, რომლეიც 10 წელიწადზეა გათვლილი და 2029 წლამდე გერმანული ბრენდი, მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო კლუბს მოამარაგებს, კონტაქტის მიხედვით თანხა 650 მილიონს შეადგენს, რაც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
სიაში მეორე ადგილზე, უძველესი და ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი, ბრენდი ამავდროულად, პუმასათვის კარგად ნაცნობი ადიდასია, გერმანული კომპანია, წლებია გერმანიის ეროვნული ნაკრების ეკიპირებაზე ზრუნავს და რაღა თქმა უნდა, მუნხენის ბაიერნიც ადიდასის ფორმებს და ეკიპირებას ატარებს. ლა ლიგაში მხოლოდ 1 კლუბს აქვს იმის ფუფუნება, რომ ჩაიცვას ადიდასის ფორმა, არაა რთული გამოსაცნობი ეს მადრიდის რეალია, ადიდასი და მადრიდული გუნდი 1998 წლიდან თანამშრომლობენ და ახალი კონტრაქტით, რომელიც 2020 წელს დაიდო, 2028 წლამდე ესპანური გრანდი 1 მილიარდს მიიღებს გერმანული ფირმისგან. ადიდას ასევე კონტაქტი აქვს, მანჩესტერ იუნაიტედთან და არსენალთან, ხოლო იტალიაში ტურინის იუვენტუსი და რომა ეს ის ორი კლუბია, რომელიც ატარებს ადიდასის ლოგოს თავის მაისურზე.
ამ წუთისთვის მესამე პოზიციაზე ამერიკული ბრენდი ნაიკია. ამერიკელების ეკიპირებას 15 გუნდი იცავს, გამორჩეული გუნდი რასაკვირველია, კატალონიის ბარსელონაა ესპანელები უკვე 20 წელზე მეტია ნაიკთან თანამშრომლობენ. ინგლისში ამერიკელებს მშვენიერი, ვითარება აქვთ, ლივერპული, ტოტენჰემი, ჩელსი და ბრაიტონი ეს ის 4 გუნდი, რომლებიც ნისლიან ალბიონზე წარმოადგენენ ნაიკს, იტალიაში ასეთი კლუბი, მხოლოდ მილანის ინტერია და უკვე მრავალი წელია, "ნეროაძურის" და ნაიკს ბრწყინვალე ურთიერთობა აქვთ. ნაიკმა ასევე არ დაივიწყა, საფრანგეთის ლიგა 1 და მათი მთავარი კლუბი პსჟე, სწორედ ნაიკის საფრანგეთის ყველაზე ტიტულოვანი გუნდის სპონსორი.