ავტორიზაცია

ჟოზე მოურინიო ფენერბაჰჩეს გავარდნაზე: ჩემპიონთა ლიგის ფინალში მაინც ვერ გავიდოდით

ჟოზე მოურინიო ფენერბაჰჩეს გავარდნაზე: ჩემპიონთა ლიგის ფინალში მაინც ვერ გავიდოდით
თარიღი 14 Aug 2024, 19:57
ფენერბაჰჩეს მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე მარცხს ეხმაურება.

"ჩემპიონთა ლიგის ფინალში მაინც ვერასდროს გავიდოდით, ახლა კი ევროპა ლიგაზე ვითამაშებთ და... გაგრძელების თქმა აღარ მსურს, აქ გაჩერება მირჩევნია. თუ ამაზე მეტს ვიტყვი, პრობლემები შემექმნება.

თუ მეტის გაგება გსურთ, 2022/23 წლების სეზონის ევროპა ლიგის ფინალის (რომა-სევილია) საყურებლად გიწვევთ და მიხვდებით, "თუ-ებით" რატომ ვსაუბრობ," - ციტირებს ლეგენდარული პორტუგალიელის სიტყვებს The Athletic.

თურქულმა კლუბმა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალში ლილთან, ორი მატჩის ჯამში, 2-3 (1-2, 1-1) წააგო.