კილიან მბაპეს დებიუტი დღეს შედგება - ფრანგი რეალ მადრიდის სასტარტო შემადგენლობაშია!

რეალ მადრიდში კილიან მბაპეს დებიუტი დღეს შედგება! - ფრანგი ვარსკვლავი ატალანტასთან მატჩის სასტარტო შემადგენლობაშია.

კარლო ანჩელოტი მოედანზე შემდეგ თერთმეტეულს გაიყვანს: კურტუა; კარვახალი, მილიტაო, რიუდიგერი, მენდი; ვალვერდე, ჩუამენი, ბელინგემი; როდრიგო, მბაპე, ვინისიუსი.

UEFA-ს სუპერ თასზე გასამართი შეხვედრა სტარტს თბილისის დროით 23:00 საათზე აიღებს.