მბაპეს სადებიუტო გოლი და რეალ მადრიდის მე-6 სუპერ თასი - ლოს ბლანკოსმა ატალანტას მოუგო
რეალ მადრიდმა UEFA-ს სუპერ თასის ფინალში ატალანტა 2-0 დაამარცხა.
59-ე წუთზე, ვინისიუს ჟუნიორის შესანიშნავი დრიბლინგის შემდეგ, ანგარიში ფედე ვალვერდემ გახსნა, 68-ე წუთზე კი ჯუდ ბელინგემის პასით კილიან მბაპემ მადრიდელთა მაისურით პირველი გოლი სადებიუტო მატჩშივე გაიტანა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა.
საუკეთესო ფეხბურთელად ჯუდ ბელინგემი დასახელდა.
"ლოს ბლანკოსმა" სუპერ თასი მეექვსედ მოიგო, რაც რეკორდია. კონკრეტულად კარლო ანჩელოტიმ კი ეს თასი მეხუთედ დაისაკუთრა, რითაც პეპ გვარდიოლას გადაასწრო. ამასთან, ლუკა მადრიდი რეალ მადრიდის ისტორიაში ყველაზე ტიტულიანი ფეხბურთელი გახდა (27).